ყველა მშობლის ოცნებაა შვილი განათლებული ყავდეს, მაგრამ განათლება მხოლოდ წითელ დიპლომს არ ნიშნავს. 90-იანი წლების ქართული რეალობის შედეგები დღეს უფრო თვალსაჩინო და ნათელი ხდება. თაობა, რომელიც უმაღლესი განთლების დამადასტურებელ საბუთს ყოველგვარი გამოცდების გარეშე, სულ რაღაც რამდენიმე ტომარა თხილის ფასად ყიდულობდა, დღეს იმ თაობის ნაწილი არის ჩვენი ექიმი, იურისტი, პედაგოგი და ასე შემდეგ.

ეს იყო კორუფცია, ქრთამი თუ პროფესორ-მასწავლებლების შემოსავლის ძირითადი წყარო, ძნელი განსასჯელია, თუმცა ამ მანკიერების მსხვერპლი არიან ის ადამიანებიб ვისაც შეცდომით ქიმიოთერაპია გაუკეთეს, ვისაც შეცდომით სხვა წამალი დაალევინეს, არასწორი დიაგნოზი დაუსვეს, ოპერაციის დროს საღი ორგანო ამოაჭრეს, კუჭის პრობლემით მისულ პაციენტს გულის ოპერაცია გაუკეთეს, ოპერაციის დროს მუცლის ღრუ ამოკერეს და სამედიცინო პრეპარატები შიგ ჩარჩათ, ხერხემლის თიაქარი ქონდა და ნაწლავები ამოაჭრეს, ბრმანაწლავის ოპერაციას საკვერცხეებიც მიაყოლეს, კისტა ორსულობაში აერიათ და 9 თვის შემდეგ ბავშვს ელოდებოდნენ და მსგავსი არაერთი შემთხვევის მოყოლა შეიძლება. შემთხვევა სასამართლომდეც მისულა, ექიმის სამსახურიდან გაუთავისუფლებიათ, პასუხისგებაშიც მიუციათ, გადაუსახლებიათ, მტრად გადაკიდებიათ, მაგრამ ეს არის ქართული რეალობა და ეს არის იმ 90-იანი წლების დროს 3 ტომარა თხილის და 2 კამეჩის ფასად წითელი დიპლომები რომ იყიდებოდა.

 

არავითარი მნიშვნელობა არ ქონდა ცოდნის ხარისხს და მომზადების დონეს, ჩათვლის წიგნაკში ფული თუ არ იდო, ვერც ჩათვლას მიიღებდი და ვერც წლიურ ნიშანს. ამიტომ, წვალებად არ ღირდა მშობლისთვის შვილის განცდა და ნერვიულობა და ნაყიდი წითელი დიპლომი სიხარული იყო შვილისთვისაც და მშობლისთვისაც. აქ ნაკლები ხარჯიც გამოდიოდა. სტუდენტის შენახვა, სწავლის ქირა, ჯიბის ფული და სხვა ათასი ხარჯი, რომელიც მშობლის კისერზე გადადიოდა, შემოდგომის შემოსავლის მცირეოდენი ნაწილით ან მსხვილფეხა ცხოველის ფასით მოგვარდებოდა.

თავის დროზე სავარაუდოდ ასე მოაგვარა თავისი უმაღლესი განათლების საკითხი საქართველოს მთავარმა პროკურორმაც. მართალია ოპოზიცია ამტკიცებდა დიპლომი ნაყიდი აქვს და ისიც ყალბიაო, მაგრამ შალვა თადუმაძე არც პროკურორობიდან მოუხსნიათ ამის გამო და არც უსაყვედურიათ.

თადუმაძის გაჭირვება – შემოდგომის მოსამართლე

იმ მანკიერი განათლების სისტემის პერიოდიდან ბევრი რამე, საბედნიეროდ, სასიკეთოდ შეიცვალა, მაგრამ საქართველოს კიდევ დიდხანს ეყოლება ათასობით თადუმაძეები და ის წითელდიპლომიანი ექიმები, ვისი პაციენტები მეზობელ თურქეთში გარბიან დიაგნოზზეც და სამკურნალოდ.

მსგავსი თემები