LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმის რჩევები მოქალაქეებს: როგორ მოვიქცეთ, თუ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენეს

207
აქცია და რჩევები მოქალაქეებს

გუშინ, 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიან მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც ე.წ გავლენების აგენტების შესახებ მომზადებული კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ, პოლიციამ და სპეციალური რაზმის ქვედანაყოფებმა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა პოლიციამ აქციის დაშლა ცრემლსადენი გაზითა და წიწაკის სპრეით სცადა – 2019 წლის 20 და 21 ივნისს, თბილისში ე.წ გავრილოვის ღამეს, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეები რუსეთის დუმის დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებას აპროტესტებდნენ, პოლიციამ სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ ასევე, მსგავსი ფორმებს მიმართა.

ვინ არ დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი – სია

ე.წ გავრილოვის ღამის შედეგად, ორმა მოქალაქემ – მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს, დააკავეს ასობით მოქალაქე.

შსს-ის ოფიციალური მონაცემებით კი, გუშინ ე.წ გავლენების აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსული მოქალაქეებიდან 66 დაკავებულია და მათ შორისაა, პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე.  ინფორმაცია აქციის დაშავებული მონაწილეების რაოდენობის შესახებ კი, ჯერ დაუზუსტებელია.

პირველადი დახმარების ცენტრი • First Aid Center საზოგადოებას უზიარებს რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ აქციაზე მსგავსს სიტუაციაში აღმოჩნდით:

„მიუხედავად იმისა, რომ წიწაკის სპრეის და/ან ცრემლსადენი გაზის სწრაფმოქმედი ანტიდოტი არ არსებობს და სიმპტომები ერთი შეხედვით მწვავეა, რაც გამოიხატება სუნთქვის გაძნელებით, წვის შეგრძნებით, მხედველობის დროებითი გაუარესებით, ხველით და ა.შ. ის აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში არ არის სასიკვდილო და პირველ რიგში, ეცადეთ, არ აჰყვეთ პანიკას:

  • გეკეთოთ ნიღაბი და დამცავი სათვალე.
  • უმჯობესია, მოიხსნათ ლინზები.

სპრეით/გაზით დაზიანების შემთხვევაში:

  • დატოვეთ ადგილი და გადაინაცვლეთ უსაფრთხო ადგილას;
  • თან იქონიეთ წყალი ან ფიზიოლოგიური ხსნარი (ალტერნატივად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს რძეც) და ჩამოიბანეთ არე ხანგრძლივად (არ დაისხათ შუბლზე, ამან შესაძლოა ნივთიერება „ჩარეცხოს“ თვალებში);
  • არ ეცადოთ თვალის ძალით გახელას;
  • თუ ლინზა გიკეთიათ დაზიანების დროს, მოიხსენით ის სუფთა ხელებით;
  • მოიშორეთ დაბინძურებული ტანსაცმელი, მიიღეთ შხაპი, ჩამოიბანეთ შამპუნით ან საპნით ან გელით, გრილი/ნელთბილი წყლით 10 – 15 წთ-ის განმავლობაში, უწყვეტი ჭავლით;
  •  არ დაიზილოთ დაზიანებული არე;
    სიმპტომების გაძლიერებისას, განსაკუთრებით თანმხლები ქრონიკული დაავადებების (მაგალითად ასთმა) შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.“ – წერს ცენტრი.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

 

 

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტოები
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები