LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტები „ლოქდაუნის“ საკითხზე: მთავრობის მიერ 28 ნოემბერს მიღებული ზომები ზედმეტად მკაცრი იყო

69
10-17

კვლევითი ორგანიზაცია Policy and Management Consulting Group – PMCG-ის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში ქართველმა ექსპერტებმა შეაფასეს COVID-19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, ეკონომიკის აღდგენა და მთავრობის მიღებული ზომები.

ექსპერტთა უმრავლესობამ (60%) აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ 28 ნოემბერს მიღებული ზომები ”ზედმეტად მკაცრი” იყო. ექსპერტთა მხოლოდ 6.7% -მა განაცხადა, რომ ზომები ”არასაკმარისად მკაცრი” იყო, ხოლო 26.7% -მა ზომები ”ადეკვატურად” შეაფასა. 6,7% -ს არ ჰქონდა მოსაზრება დასმულ კითხვაზე.

გამოკითხულ ეკონომისტთა 26.7%-მა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დაწესებული ფისკალური სტიმულირების პაკეტი საკმარისია, ხოლო 33.3% -ს მიაჩნია, რომ ფისკალური დახმარების პაკეტი საკმარისი არ იყო. 20% მიიჩნევს, რომ დაწესებული ფისკალური სტიმულირების პაკეტი საჭიროზე მეტი იყო. 20%-ის აზრით, ფისკალური სტიმულირების მხრივ მომავალში კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს.

ეკონომისტებს სთხოვეს დაეფიქსირებინათ აზრი, ეთანხმებიან თუ არა საქართველოს მთავრობის სხვადასხვა ეკონომიკურ ანტიკრიზისულ რეგულაციებს. ექსპერტთა ყველაზე მაღალი წილი (60%) ეთანხმება მთავრობის გადაწყვეტილებას, დაეხმაროს მათ, ვინც პანდემიის დროს დაკარგა სამუშაო (200 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში) და მათ, ვინც დასაქმებულია დაწესებულებებში, რომელთა საქმიანობა შეჩერებულია (300 ლარი). ექსპერტთა ყველაზე მაღალი წილი (26,6%) არ ეთანხმება გადაწყვეტილებას საშემოსავლო გადასახადის გაუქმების შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები