მუსიკოსი ერეკლე დეისაძე ახალ ალბომს აანონსებს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, 9 კომპოზიციისგან შემდგარი ალბომი მსმენელისთვის ნოემბრის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი.
ერეკლე დეისაძე:
„ახალი ალბომია გზაში, რომელიც ნოემბრის ბოლოს გამოვა და ცხრა ახალ კომპოზიციას მოიცავს, მწვავე სოციალური კომენტარებით და დუეტებით საყვარელ არტისტებთან.
ბევრი შრომა დევს და იმედი მაქვს, შედეგიც შესაბამისი მოჰყვება“.