LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერეკლე დეისაძემ მშენებლობის მუშის ფორმა მოირგო: „ჩვენს ქვეყანაში ჩაფხუტი უსაფრთხო შრომასთან კი არა,  სიკვდილთან ასოცირდება…“

320
deisadze

მუსიკოსი ერეკლე დეისაძე მშენებლობაზე გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და თავისი ახალი ალბომის შესახებ წერს, რომელიც ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე 15 დეკემბრიდან აიტვირთება. ალბომის სახელწოდებაა „ამ ენით ამენ“.

ერეკლე დეისაძე აღნიშნავს:

„ამ ალბომის კონცეფცია იმ ხალხის კრიტიკაა, ვინც სამუშაო ძალას ყიდულობს და უფლებააყრილი ადამიანების ექსპლუატაციას ეწევა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ,,ამ ენით ამენ” იმ ხალხის ხმაა, ვინც საკუთარ შრომას ყიდის, მაგრამ მისი ცხოვრება არ იცვლება. ამას თავისი მიზეზები აქვს, რაც დღის წესრიგში არასოდეს დგება, რადგან ამ უთანასწორობის კვალს მათთან მივყავართ, ვინც ჩვენს დღის წესრიგს განკარგავს და ცდილობს, ჩვენი ყურადღება პრობლემიდან რაც შეიძლება შორს გადაიტანოს.

ჩვენს ქვეყანაში ჩაფხუტი უსაფრთხო შრომასთან კი არა,  სიკვდილთან ასოცირდება, ყდაზე კი მას ქოთნის ფუნქცია მივეცი, რაც სიცოცხლის გაგრძელებას გულისხმობს იქ, სადაც უიმედობა და ნიჰილიზმი სუფევს”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები