LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერეკლე თედლიაშვილს დაუფიქსირდა ასფიქსია, რაც კავშირში საერთოდ არ არის მის პირველად ტრავმასთან” – ბრალდებულ თარაშ კანდელაკის ადვოკატი

446
64789645-2372216809660146-824191957675802624-n (1)

დაუმძიმდება თუ არა მოკრივე გიორგი კანდელაკის ვაჟს, თარაშ კანდელაკს ბრალი, ჯერჯერობით უცნობია.

კანდელაკის ადვოკატის განცხადებით, ერეკლე თედლიაშვილის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა, ეს კი საერთოდ არ არის კავშირში მის ტრავმასთან.

ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო დროს გაუმჯობესდა-ის რეაბილიტაციას გადიოდა, თუმცა რამ გამოიწვია, მისი მდგომარეობის გართულება ეს უკვე გამოძიების საკითხია.

გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა

სამი თვის განმავლობაში თედლიაშვილს რამდენიმე ოპერაცია და სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდა

„პაციენტ ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებიდან გამომდინარე, ის სარეაბილიტაციო ცენტრში გაწერილი იყო შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მოხდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, კერძოდ, დაფიქსირდა ასფიქსია, რაც კავშირში საერთოდ არ არის მის პირველად ტრავმასთან. რამ გამოიწვია აღნიშნული, ეს ცალკე კვლევისა და ძიების საგანია-ადგილი ჰქონდა სამედიცინო შეცდომას, თუ საერთოდ არ არის ბრალეულობა სამედიცინო პერსონალის მხრიდან, ეს ცალკე უნდა გამოიძიოს შესაბამისმა უწყებებმა.

რაც შეეხება ბრალის შესაძლო დამძიმებაზე საუბარს, თარაშ კანდელაკის ბრალი ამ მიმართულებით ვერ და არ უნდა დამძიმდეს. ეს არის სამართლებრივი შეფასება. ძალიან ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და ოჯახს ვუსამძიმრებთ”,-განაცხადა თარაშ კანდელაკის ადვოკატმა, ლანა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, წინასასამართლო სხდომა 15 სექტემბერსაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, 8 ივნისს, გორში მდებარე რესტორან ,,ჟოზეფში“ ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები