“ეს ადამიანი დღემდე ციხეში ზის, მოვინახულე და გამოვკითხე, რა თქმა უნდა, მაინტერესებდა ყველაფერი”- ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებულ, გამომძიებელ მარიანა ჩოილოიანთან დაკავშირებით განუცხადა.
“უბრალოდ მე ჩემი აზრი შეიძლება გითხრათ რომ ერთ ადამიანზე სისტემის ჯოხის გადატეხა არ მიმაჩნია სწორად,” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
ლუკა სირაძის დედა: "ჩოლოიანი ეუბნებოდა, კისერს მოგიგრეხ, იქ გიკრავ თავს, სადაც შენი ადგილია და მოგხედავენო"
"იცი, შენს ძმას რას უზამენ შენი გულისთვის? გამოგდებენ, საქმეს გაუფუჭებენ, ვერსად ვეღარ იმუშავებს"
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი იმედს გამოთქვამს, რომ შესაძლებელია 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალება თვითმკვლელობას არ უკავშირდება:
“ჩვენ გამოვიძიეთ, გამოვიკვლიეთ და ადგილი, საიდანაც ეს გადმოვარდნა თუ გადმოხტომა მოხდა, იყო ადგილი, სადაც ეს ბიჭები იკრიბებოდნენ, პირველად არ იყო მისული და იყო სახიფათო ადგილი ძალიან იმისათვის, რომ შეიძლება ფეხი დასცდომოდა, რაშიც ჩვენ დაგვარწმუნეს თავის დროზე და ამის თქმა მინდა მხოლოდ, რომ შეიძლება ეს თვითმკვლელობა არ არის. დიდი იმედი მაქვს რომ თვითმკვლელობა არ არის,”- აღნიშნა მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. სასულიერო პირის თქმით, ლუკა სირაძისთვის ეკლესია ლოცვას აგრძელებს.