LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთადერთი რამ თუ დამანგრევს..“ – როგორ უმკლავდება ნინო ნადირაძე ბულინგს 

426
BeFunky-collage

„ოჯახის წევრები განიცდიდნენ ჩემს ბულინგს და „ვავარჯიშე“, გუგაც მიეჩვია, ერთადერთი, ვინც ვერ მიეჩვია ჩემი დაა, რომელსაც ყველაფერზე გული უსკდება“, – ამის შესახებ კლინიკა „ვივა მედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძე გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია, საკუთარ თავთან იყოს მართალი.

„როდესაც საქმეს აკეთებ, უნდა იცოდე, რომ ყოველთვის სხვაზე მეტი მოგხვდება, როდესაც პასუხისმგებლობას ბევრ რაღაცაზე იღებ, ასჯერ უფრო მეტი მოგხვდება..

მე რომ ყველაზე რეაგირება დავიწყო, ხომ გამისკდება გული?! ყველას არ და ვერ ეყვარები..

ყველას რომ უყვარდე, მაშინ რაღაც პრობლემა გაქვს, როგორ შეიძლება ყველას უყვარდე. ყველას თუ უყვარხარ ე.ი არავის უყვარხარ.

 

 

?ერთადერთი რამ თუ დამანგრევს….. – ნინო ნადირაძე – კუზანოვა

?ერთადერთი რამ თუ დამანგრევს….. – ნინო ნადირაძე – კუზანოვა
?ოჯახის წევრები განიცდიდნენ ჩემს ბულინგს და ,,ვავარჯიშე”

#ნინონადირაძე

Posted by დღის პოსტი / Dgis Posti on ორშაბათი, 11 სექტემბერი, 2023

 

 

თუ მივიჩნევ, რომ მართალი ვარ, მე ვერაფერი დამანგრევს, დამაგრევს ერთადერთი ის, თუ მე ვთვლი, რომ მართალი არ ვარ და რაღაცის გამო, ან ანგარების ან ვიღაცასთან „ქულების“ დაწერის გამო გადავდგამ ნაბიჯს, ეს უფრო შემჭამს.. თუ მივიჩნევ, რომ მართალი ვარ, არავისი აზრი არ მაინტერესებს“, – აღნიშნა ნინო ნადირაძემ.

ვიდეო: ნინო ნადირაძე: „ჩემს შვილებს ხუმრობით ვეუბნები ხოლმე, ვინც უფრო კარგად მომივლის, ქონებას მას მივცემ-მეთქი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g