LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ხის გადასარჩენად საქართველოში ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

617
mukha-mukha-ljlajphlkjas

ერთი ხის გადასარჩენად საქართველოში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიზანია ქვეყანაში კიდევ ერთი ახალი დაცული ტერიტორიის – პონტოს მუხის აღკვეთილის დაარსება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, საჭიროა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოსწითელი ნუსხაშიშეტანილი მცენარისპონტოს მუხის (Quercus pontica C. Koch) უნიკალური ტყისა და მისი ეკოსისტემის დაცვა და შენარჩუნება.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია ახალი დაცული ტერიტორიის დაცვის რეჟიმთან და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.

ცნობისთვის, პონტოს მუხა (Q.Pontics) ტანდაბალი ხეა, რომელიც ხშირად ტანბრტყელ ბუჩქად იზრდება. იგი კავკასიის ენდემია. საქართველოში ზღვის დონიდან 1200 – 2200მ-მდე გვხვდება: აფხაზეთში, სვანეთში, გურიაში, სამეგრელოსა და რაჭაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები