LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთი წერს დედაჩემს უმოწყალიდ სცემს კლინიკაში პერსონალი – სხვა არაფერი საქმე აქვთო! ეს თავგასულობა უნდა შეწყდეს!“ – დავით გადელია აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ განცხადებებს სამართლებრივად დაუპირისპირდება

583
ghranws9

ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

როგორც გადელია წერს, ექიმების მიმართ აგრესიამ არნახული სახე მიიღო.

დავით გადელია აღნიშნავს, რომ ცილისწამებას სამართლებრივად დაუპირისპიდება.

„კიდევ უფრო ცუდადაა ჩვენი მოქალაქეების მენტალობის საქმე, ვიდრე წარმომედგინა… რაღაც დროის განმავლობაში ვხალისობდი ამ სისულელეებით, მაგრამ ახლა ამ უღრანმა სიბრიყვემ ექიმების წინააღმდეგ აგრესიის სახე მიიღო და უკვე აღარაა უწყინარი სილენჩე.

ვიღაც წერს: „დააკვირდით, კლინიკაში ბევრად მეტი ადამიანი იღუპება, ვიდრე სახლის პირობებში“-ო. ვიფიქრე, რა დასაწერი და განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ეს აქსიომა მეთქი და თურმე ნუ იტყვით, რა ახსნა ჰქონია ამ ფაქტს, რომელსაც მეგონა ახსნა არც სჭირდებოდა- „ეს იმიტომ, რომ ექიმებმა მკურნალობა არ იციან და სახლში ექიმების გარეშე უკეთესად მიდის გამოჯანმრთელებაო!“… მინდა მაგარი იდეა მივაწოდო ამ ექსპერტს – რეანიმაციაში კიდევ უფრო მოერიდოთ მოხვედრას – იქ კიდევ მეტი შანსია, რომ ვერ გადარჩეთ! სახლში ჯობია, კოტოშებით შინაური ნაყენებით.

ახლა წავიკითხე, ერთი წერს დედაჩემს უმოწყალიდ სცემენ კლინიკაში პერსონალი – სხვა არაფერი საქმე აქვთო!..
ხო სისულელეებია თითქოს? უნდა განახათ, რამდენი გაზიარებები და მოჭყლოპინე კვერის დამკვრელები ჰყავთ ამ შლეგ აზრებს!!

გადავწყვიტე არ დავიზარო! ყველას, ვინც ეცდება სახელი გაუტეხოს ამ სისულელეებით ჩვენს კლინიკას, არ გავუტარო, არ ვთქვა: „თავისი გაჭირებაც ეყოფაო“ და აუცილებლად ვუჩივლო სასამართლოში სახელის გატეხვისთვის!! ეს თავგასულობა უნდა შეწყდეს!“,- წერს გადელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები