LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტენ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება თუ არა: გიგი წერეთელი

47
გიგი წერეთელი

საზოგადოებამ ქართულ ოცნებას უნდა დაანახოს, რომ ისინი ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტენ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება თუ არა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

როგორც წერეთელი აცხადებს, „ხელისუფლების წყარო კონსტიტუციითაც და კონსტიტუციის გარეშეც არის ხალხი, საქართველოს მოქალაქეები, რომელთა გადასაწყვეტია ვადამდელი არჩევნები დაინიშნება თუ არა.“

“ყველა თავის დაპირებაზე თქვეს უარი, ეს დაპირებები უკვე 9 წელია არ სრულდება მოსახლეობას ეს არ უკვირს, მაგრამ ეს არის უკვე ძალიან სერიოზული პოლიტიკური განაცხადი” – გიგი წერეთელი

გიგი წერეთელი აღნიშნავს, რომ ეს დიდი გამოწვევაა საზოგადოებისთვის, რომ “ქართულ ოცნებას” სკამების შენარჩუნების გარდა არაფერი აინტერესებს. მისი განცხადებით ერთადერთი გზა არის ის, რომ რომ საზოგადოებამ დაარწმუნოს, – არავინ ეკითხება მმართველ გუნდს ვადამდელი არჩევნები დაინიშნება თუ არა.

“ხელისუფლების წყარო კონსტიტუციითაც და კონსტიტუციის გარეშეც არის ხალხი” – გიგი წერეთელი

ეს განცხადებები, რაღაც გარკვეულ ნაწილზე ფსიქოლოგიური ეფექტის მომტანი, საბოლოო ჯამში არაფერს არ მისცემს “ქართულ ოცნებას”, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აზიანებს ქვეყანას.“ – განაცხადა წერეთელმა

პოპულალურები