კალიფორნიაში მდებარე „დისნეილენდში“ კოვიდ პანდემიის გამო ერთი წლით გადადებული „მარველის“ სივრცის საზეიმო გახსნა ივნისში შედგება. „დისნეი“ მის გახსნას ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში გეგმავდა, თუმცა  კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში  სხვა გასართობ ადგილებთან ერთად „დისნეილენდიც“ დაიხურა.

თუმცა ერთი წლის შემდეგ სტუმრებს უკვე მიეცემათ შესაძლებლობა ეწვიონ ფავორიტ სუპერგმირებს, მათ შორის გალაქტიკის მცველებს და აკრობატ რობოტ ,,ადამიან ობობას”.

გარდა ამისა, ვიზიტორები შავ პანტერას, შავ ქვრივს, დოქტორ სტრეინჯს და რკინის კაცს შეხვდებიან. ისინი შეძლებენ დაათვალიერონ ცნობილი კვინჯეტიც, რომლითაც „შურისმაძიებლები“ კოსმოსში მგზავრობდნენ და გასინჯონ შაურმა, რომლის საჭმელადაც „შურისმაძიებლების“ პირველი ფილმის ბოლოს ტონი სტარკმა დანარჩენი სუპერგმირები დაპატიჟა.

შურისმაძიებლების კამპუსის გახსნის ცერემონია 4 ივნისს შედგება.

  Ad desktop banner Ad mobile banner

მსგავსი თემები