LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ამბავი გუშინ ჩვენთან ვახშამზე მოყვა პირველად – ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში ქართველების ემოციურ შეხვედრაზე წერს

614
იიი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი  ქართველებზე წერს, რომლებმაც უკრაინაში გაიცნეს ერთმანეთი.

„ტყვიაველი გოგიტა (ლაფაჩი) ლვოვში იმ დღეს შემოვიდა ბაზაზე, როდესაც რუსებმა დაბომბეს. პირველი ბომბი რომ დაეცა ყაზარმას, ტრუსიკიანი, შარვალ იღლიაში ამოჩრილი დიდი ორმოსკენ გაიქცა და შიგ ჩაწვა.

მესამე ბომბის ჩამოვარდნაზე უკუნ სიბნელეში ვიღაც დაეცა ზემოდან და გოგიტამაც “კარგა მამაპაპურად” დედა გადაუკურთხა – ნელა შენი დედა @@@@ან, ორი ნეკნი გამიტყდაო.

ეს ამბავი გუშინ ჩვენთან ვახშამზე მოყვა პირველად, ისე რომ არც იცოდა ვინც ზემოდან დაეცა ვინ იყო. სურამელი გოჩა უსმენს და რომ ჩაბღუჯა და გემრიელად აკოცა ყველას გაგვიკვირდა.

რა ხდება გოჩაო? ყველამ ვკითხეთ. ესე დედის შეგინება ცხოვრებაში არ გამხარებია, მაგით მივხვდი რომ მარტო არ ვიყავი და გადავრჩიო. ამდენი დღის მერე აქ გაიცნეს ერთმანეთი იმ ორმოში ღამეგათენებულებმა“. – წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

ერთ ფოტოზე ჩემს უკან მანქანა-მაცივარია და ვიღაც წერს – რა არის საწყობში იღებს სურათებსო? არადა პროზექტურაში ვიყავით, ცხედრების მაცივარი იყო: ოქრუაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g