LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის უბრალოდ სპეკულაციები – პრემიერი კითხვაზე, ბრუნდება თუ არა ივანიშვილი პოლიტიკაში

101
Untitled design

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამაზე საუბარი “სპეკულაციაა”.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა მესტიაში, „სვანეთობაზე“ ყოფნის დროს ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა:

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია. მოგეხსენებათ, ბატონმა ბიძინამ ვრცლად განმარტა მისი მოტივაციის შესახებ, რატომ დატოვა პოლიტიკა შარშან. შესაბამისად, ეს არის უბრალოდ სპეკულაციები. არავითარი საფუძველი არ არსებობს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g