LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ბავშვი უკრაინაში რომ გააქციეს ამაზე ვინ ისაუბრებს საინტერესოა – თამარ ივერი

10611
tamar iveri

თამარ ივერი უკრაინულ „ვოისში“ ქართველი ბიჭის წარმატებულ გამოსვლას ეხმიანება. როგორც ის წერს, ალექსანდრე ზაზარაშვილი საქართველოში ყოფნისას არ დააფასეს და ახლა უცხოეთში წაასულს, ყველა გადაცემაში მიიწვევენ.

თამარ ივერი ამბობს, რომ საქართველოს დიდი სირცხვილია, ის რომ ეს ბავშვი არა ქვეყნის არამედ უკრაინის “აღმოჩენაა.

“ახლა დაიწყება ამ ბავშვის გაღმერთება, გაუხოხდებიან ფეხქვეშ, მიიწვევენ ყველა წამყვან გადაცემაში. მიიწვევენ ყველა მთავრობის კონცერტზე და რატომ?? იმიტომ რომ უკრაინამ აღიარა!! და ბოდიშით მაგრამ ნათია თოდუასი არ იყოს… ეს ბავშვი მანამდე საქართველოში სადაც გაიქცა ყველგან რომ წაიქცა (უფრო სწორად წააქციეს) და ბოლოს უკრაინაში რომ გაიქცა (გააქციეს) ამაზე ვინ ისაუბრებს საინტერესოა?? აქ გვერდიც არის “დააბრუნეთ ზაზარაშვილიო” იმდენად “მიჯირყვნილი” იყო შოუებში ის მისი თანამემამულეებისგან. ადრე ერთმა რეგიონის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ჩემს ამ ბავშვით აღფრთოვანებაზე მომწერა კიდეც “რა აქვს ასეთი მოსაწონი-ნაკლებად რომ გაჰყვიროდეს უკეთესი იქნებაო”

ასე რომ ის,რომ ეს ბავშვი დღეს უკრაინამ “აღმოაჩინა” ეს არის საქართველოს დიდი სირცხვილი!!!,” – წერს თამარ ივერი.

უკრაინული საბავშვო „ვოისის“ ქართველი მონაწილე სოფელ რუისიდან არის. ექვსშვილიანი ოჯახიდან, რომელიც უკრაინაში სპეციალურად საბავშვო მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ალექსანდრე ზაზარაშვილმა სიმღერა სელინ დიონის რეპერტუარიდან შეასრულა.

უკრაინულ „ვოისში“ ქართველმა ბიჭუნამ ყველა მენტორი შემოატრიალა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები