LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტკბილო კოტიკო” ეს ბოთლი ჩანთით ჩაიტანე მოსკოვში?“ – სოფო ჭყონია ალტ-ინფოს დამფუძნებლის ბრალდებას პასუხობს

766
BeFunky-collage

“ალტ-ინფოსა” და “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთი დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია ბიზნესმენ თემურ ჭყონიას დაუპირისპირდა.

ცოტახნის წინ, მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „კოკა-კოლა“, რომელიც დასავლეთის მიერ არის სანქცირებული, საქართველოდან მთელი რუსეთის მასშტაბით მარაგდება.

„დასავლეთის მიერ სანქცირებული “კოკა-კოლა”, რომელიც საქართველოდან მთელი რუსეთის მასშტაბით მარაგდება… “დაუმორჩილებელი” თემურ ჭყონია. მთავარი დამფინანსებელი “ტკბილი თემურიკო”, – წერს კონსტანტინე მორგოშია ფეისბუქში.

რამდენიმე წუთში ამ ფაქტს, თემურ ჭყონიას ქალიშვილი და “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო ჭყონია გამოეხმაურა.

„კონსტანტინე მორგოშია “ტკბილო კოტიკო” მაინტერესებს ეს ბოთლი ჩანთით ჩაიტანე მოსკოვში თუ სხვაგან გედო?“, – დაწერა სოფო ჭყონიამ ფეისბუქში.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g