LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჩემთვის ძალიან პრინციპული და პირადი ბრძოლა იყო“ – ისტორიული გამარჯვება: მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე, პიოტრ იანი დაამარცხა

262
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

UFC ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, პიოტრ იანი დაამარცხა.

შეხვედრა 12 მარტს, აშშ-ში, ლას-ვეგასში გაიმართა.

ქართველი და რუსი მებრძოლის დაძაბული ბრძოლა ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მერაბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა.

პრინციპული და უმთავრესი მეტოქის დამარცხების შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ეს ჩემთვის ძალიან პრინციპული და პირადი ბრძოლა იყო. დიდება უკრაინას, დიდებას საქართველოს, დიდება თავისუფლებას, შეწვიტეთ ომი!“, – თქვა სავსე დარბაზისა და მილიონობით ტელემაყურებლის წინაშე მერაბ დვალიშვილმა ისტორიული გამარჯვებიდან რამდენიმე წამის შემდეგ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები