LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს შეურაცხმყოფელი განცდა არ მტოვებს, ქვეყნისა და პასპორტის იმიჯი დიდი პრობლემაა“ – რა შეემთხვა მამუკა ხაზარაძეს გერმანიის აეროპორტში

176
Untitled design (2)

„ქართველები გარბიან და ყველა მეთოდს მიმართავენ ქვეყნის დასატოვებლად“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს.

ხაზარაძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს, რომ გერმანიიდან შოტლანდიის მიმართულებით მგზავრობისას აეროპორტში პრობლემა შეექმნათ.

რაც შეეხება მიზეზს, როგორც „ლელოს“ ლიდერი წერს, ისინი ბრიტანეთში არალეგალურად შეღწევის მსურველებად მიიჩნიეს, რადგან ქართული პასპორტები ჰქონდათ.

მამუკა ხაზარაძის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„გერმანიაში, აეროპორტში რეგისტრაციაზე ვდგავართ მე და ნიკა, შოტლანდიაში მივფრინავთ საინტერესო ხალხთან შესახვედრად. უცებ პოლიციის 5 ოფიცერი წრეში გვიქცევს და პასპორტის რუტინულ შემოწმებას იწყებს, ლამის დაგვაპატიმრონ. დამატებითი ჯგუფი უერთდება, დახმარება ხომ არ გჭირდებათო, ოფიცერს ეკითხება.

ამის შემდეგ ავიაკომპანიის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ ჩვენ მათი კომპანიის ბორტზე ვერ აგვიშვებენ, ჩემს კითხვაზე – რატომ? პასუხი იყო, საქართველოს პასპორტებით ბევრი ცდილობს ბრიტანეთში არალეგალურად შეღწევას და ამიტომო, შესაბამისად, მოხსნილი ხართ რეისიდანო.

ალბათ, მიხვდებით, რა რეაქცია მექნებოდა ამაზე. განსაკუთრებით „თქვენი ქვეყნის პასპორტის“ ასე ხსენებამ გამაგიჟა. უკვე მივფრინავთ, თუმცა, ეს შეურაცხმყოფელი განცდა არ მტოვებს.

ქართველები გარბიან და ყველა მეთოდს მიმართავენ ქვეყნის დასატოვებლად. ქვეყნისა და პასპორტის იმიჯი დიდი პრობლემაა, ისევე როგორც დაცარიელებული ქვეყნის. უნდა შევცვალოთ ეს, თან სასწრაფოდ!“ – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

 

გერმანიაში, აეროპორტში რეგისტრაციაზე ვდგავართ მე და ნიკა, შოტლანდიაში მივფრინავთ საინტერესო ხალხთან შესახვედრად. უცებ…

Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on ხუთშაბათი, 13 აპრილი, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები