LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს თუ საქართველოს გამოუვიდა, ის მსოფლიო ტურიზმის ბაზარს დაიპყრობს” – რას წერენ საქართველოზე

24759
Untitled

“საქართველო მსოფლიო ტურისტული ინდუსტრიისთვის ძლიერ დარტყმას ამზადებს” – ამ სათაურით აქვეყნებს ერთ-ერთი რუსული გამოცემა სტატიას საქართველოზე და წერს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან საერთაშორისო საზღვრების გახსნა უცხოელი ტურისტების მოსაზიდად, პირდაპირი და ძლიერი დარტყმა იქნება სხვა ქვეყნებისთვის. სტატიაში ნათქვამია, რომ ვერავინ ვერ იფიქრებდა, ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორიც საქართველოა, ასეთ წარმატებას თუ მიაღწევდა კორონავირუსთან ბრძოლაში.

სტატიაში, სადაც ძირითადი აქცენტი მიმართულია საერთაშორისო ტურიზმის განვითარებასა და მასში საქართველოს როლზე, წერია, რომ ქვეყანა დღესაც მზად არის მიიღოს იმაზე მეტი ტურისტი, ვიდრე საქართველოს მთლიანი მოსახლეობაა. მოცემულია სტატისტიკა წინა წლებთან შედარებით და განმარტებულია, რომ  2019 წელს ქვეყანში 1,9 მლნ. ტურისტი იმყოფებოდა. აქვე ნათქვამია, რომ რეგიონს ზამთრის ტურისტული სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაუვარდა, თუმცა ქვეყანა მაქსიმალურ ძალ-ღონეს არ იშურებს და ახალი სეზონისთვის ემზადება.

“წელს საქართველო პოზიციონირდება როგორც უსაფრთხო დანიშნულება. ახალ, უსაფრთხო დონეზე გადაიყვანენ არა მარტო გამშვებ პუნქტებს, აეროპორტებს, სასტუმროებს, არამედ ყველა სანატორიუმს, ტურისტულ ბაზებს და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ჩასულ ტურისტს არ ექნება არანაირი შანსი დაავადდეს იმით, რასაც დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის.

მთავარი კი ისაა, რომ საქართველო სერიოზულად შეავიწროვებს მსოფლიო ტურიზმის გრანდებს – ესპანეთს, იტალიას, თურქეთს, საფრანგეთს – და დაიპყრობს ახალ ბაზრებს.

თუ ადრე საქართველო წარუმატებლად ცდილობდა ევროპულ ბაზარზე გასვლას, ახლა ვითარებამ თავად აჩუქა ეს შესაძლებლობა. საქმე ისაა, რომ ბევრი ქვეყანა, რომელიც უზარმაზარ ფულს აკეთებდა ტურიზმით, მინიმუმ წლის ბოლომდე პაუზას აიღებს” – აღნიშნულია სტატიაში.

“ეს იქნება განსაკუთრებული სეზონი, თავისი ყველა ტრადიციული მიმართულებით, დაწყებული ისტორიული ადგილების მონახულებით და ღვინის დეგუსტაციით დასრულებული. მთავარი აქცენტი გაკეთდება სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მიმართულებით და ამ თვალსაზრისით ტურისტების მოზიდვაზე. საქართველოს მთავრობა ამ პერიოდში მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ქვეყნებთან ავიამიმოსვლის აღდგებაზე და მათ შორის რუსეთის ფედერაციასთანაც. თუ საქართველოს ეს გამოუვიდა, ის არა მხოლოდ გადააჭარბებს წინა წლის რეკორდს, არამედ მას სერიოზულად გააუმჯობესებს. საქართველოს შეუძლია დაიპყროს ტურისტული მსოფლიო ბაზარი. ეს მისთვის ცხოვრების საჩუქარია“, – წერია გამოცემაში.

ავტორის განმარტებით, საქართველომ შექმნილი მდგომარეობიდან სწრაფად გამოსასვლელად ყველაფერი გააკეთა და გამოუვიდა კიდეც.

“ახლა მხოლოდ პლაკატების დაბეჭდვა დარჩათ წარწერით: Wellcome” – აღნიშნულია გამოცემაში.

პოპულალურები