LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ყველაფერი არის არასერიოზული – ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის პოსტის შესაძლო დატოვებაზე

122
ბახტაძე მამუკა

მამუკა ბახტაძე მთავრობის მეთაურის პოსტის დატოვებაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს ბრიფინგზე განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია ჭორია.

გუნდში განახლება და ახალი სისხლი იქნება - მამუკა ბახტაძე სერგეენკოს შესაძლო გადადგომაზე

მოვლენებს წინ არ გავუსწროთ, თქვენ იქნებით პირველი, ვინც ამას გაიგებთ.

„ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ფაქტობრივად, ყოველ კვირა ვიგებდი ქართული მედიიდან მსგავს ინფორმაციას და კიდევ ერთხელ გიპასუხებთ იმაზე, რაც აქამდე მიპასუხია – ეს ყველაფერი არის არასერიოზული და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთებაც კი ძალიან გამიჭირდება. მე მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა წარდგენილი გუნდთან ერთად და მას ვახორციელებ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს, ვარ ანგარიშვალდებული ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. ასე რომ, მე მსგავს საკითხებზე სერიოზულ განცხადებებს ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ასეთი ჭორები, როგორც ბოლო ორი წელია მესმის, მომავალშიც გაგრძელდება. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების დამახასიათებელი საკითხი,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები