LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესეც ესტონეთი: საქართველომ ბალტიური გამოცდა ჩააბარა

90

ამხანაგურ შეხვედრაში  საქართველოს ნაკრებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ფეხბურთელებმა ესტონეთს ორი გოლი პირველივე ტაიმში გაუტანა.

მე-6 წუთზე დებიუტანტმა ჯიმი ტაბიძემ პირველი გოლი გაიტანა.  ტაიმის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ვაკო ყაზაიშვილმა ქართველ გულშემატკივარს შედევრი შესთავაზა – იგი ცრუმოძრაობებით გასცდა რამდენიმე მცველს და საჯარიმოს გარედან შესანიშნავი გოლი შემოგვთავაზა. მოკლედ, პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა დიდებულად ჩაატარა და ერთობ გაახარა გულშემატკივარი.

 

მატჩის მეორე ნახევარიც ქართველთა უპირატესობით მიმდინარეობდა. 65-ე წუთზე მეკარესთან ერთი ერთზე კაჭარავა დარჩა, თუმცა მან ეს შანსი ვერ გამოიყენა. გოლის გატანის შანსი მასპინძლებს შეხვედრის მიწურულსაც ჰქონდათ, თუმცა საჯარიმოში მყოფმა ქვილიათიამ ბურთს ფეხი ააცილა.

ვლადიმერ ვაისის გუნდმა ორ ამხანაგურ შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და თავად არც ერთი არ გაუშვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები