LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანელები პლაჟებს ხსნიან და ტურისტების დასაცავად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ

202
summer-in-spain

ესპანელებმა მოიფიქრეს მეთოდი, რომელიც პლაჟზე გასულ დამსვენებლებს კორონავირუსის ინფექციისგან დაიცავს. სანაპიროებზე დამონტაჟდება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ტურისტებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.

დასაწყისისთის პროგრამა ყველაზე პოპულარულ სანაპიროზე კოსტა–დელ–სოლზე დაამონტაჟეს და მის დატესტვას უახლოეს მომავალში დაიწყებენ. სკანერები განათების ბოძებზე დაამონტაჟეს და ვიზიტორთა რაოდენობას მათი საშუალებით ითვლიან. ამის შემდეგ ინფორმაცია სპეციალურ აპლიკაციაში თავსდება და ხალხს ყველაზე ნაკლებად დატვირთული რაიონებისკენ უშვებს.

ინტერაქტიული რუკა შუქნიშნის პრინციპითაა შემუშავებული – მწვანე ფერი – კომფორტულ ზონას ნიშნავს, ნარინჯისფერი – იმაზე მეტყველებს რომ ტერიტორიის 75%  გადავსებულია, წითელი კი დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ სანაპიროზე ადგილი აღარ არის.

უფრო ზუსტი გამოთვლებისთვის, პროგრამა პლაჟს ვირტუალურ კვადრატებად დაყოფს და თითოეულ კვადრატს თითო სენსორი გააკონტროლებს. ამგვარად მოწყობილობა ტერიტორიაზე შესული თუ გასული ტურისტების რაოდენობას მუდმივად გააკონტროლებს.

როგორც პროგრამის ერთ–ერთმა ავტორმა კარლოს მორენომ განაცხადა, მომავალში მსგავსი რადარების გამოყენება საზოგადოების თავშეყრის სხვა ადგილებშიც, მაგალითად სავაჭრო ცენტრებში თუ ღონისძიების ჩასატარებელ მოედნებზეა შესაძლებელი.

მანამდე კი სპეციალისტი ირწმუნება, რომ პოპულარული დანიშნულებები ისეთი როგორიცაა – მალიორკა თუ იბიცა,  აბსოლიტურად უსაფრთხოა და დამსვენებლებს ელის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები