LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„EU-ის, აშშ-ს და ჩვენი პარტნიორების არც ერთი ლიდერი არ ახდენს ჩვენზე ზეწოლას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დავიწყოთ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

142
ვოლოდიმირ ზელენსკი

„ჩემზე არავინ არ ახდენს ზეწოლას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დავიწყო“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან კიევში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საკუთარი არსებობისთვის იბრძვით და ამავდროულად, ღრმა რეფორმებს ატარებთ.. შესანიშნავ პროგრესს მიაღწიეთ. მომავალ კვირას ამას დავადასტურებთ“ – ურსულა ფონ დერ ლაიენი

„როგორც ადამიანი, რომელიც გარკვეულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობასა და ძალაუფლებას ატარებს, ძალიან გულწრფელად გიპასუხებთ. ყველამ იცის, რომ ჩემი დამოკიდებულება უკრაინული საზოგადოების დამოკიდებულებას ემთხვევა და, შესაბამისად, დღეს ჩემზე ზეწოლას არავინ არ ახდენს… დღეისთვის, ევროკავშირის, შეერთებული შტატების, ჩვენი პარტნიორების არც ერთი ლიდერი არ ახდენს ჩვენზე ზეწოლას, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დავიწყოთ და რამე დავუთმოთ. ასეთი რამ არ მოხდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g