LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ქვეყნები: ვგმობთ და არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსიას

45
Untitled design (5)

„მტკიცედ უარვყოფთ და ცალსახად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიას“, – ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო აწერს ხელს. 

პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი მოაწერეს

როგორც მიმართვაშია აღნიშნული გაერთიანების წევრი ქვეყნები არასდროს აღიარებენ უკანონო „რეფერენდუმს“.

„ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ და ცალსახად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიას.ეს ძირს უთხრის და უხეშად არღვევს უკრაინის ფუნდამენტურ უფლებებს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, გაეროს წესდებაში და საერთაშორისო კანონმდებლობაში ასახული ძირითადი პრინციპების შესახებ. რუსეთი საფრთხეში აყენებს გლობალურ უსაფრთხოებას.

ჩვენ არასდროს ვაღიარებთ უკანონო „რეფერენდუმს“, რომელიც რუსეთმა მოაწყო უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი დარღვევის საბაბად, და არ ვაღიარებთ არც მათ გაყალბებულ და უკანონო შედეგებს.

ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ამ უკანონო ანექსიას. ეს გადაწყვეტილებები ბათილია და არ შეიძლება რაიმე იურიდიული ეფექტი ჰქონდეს. ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა.

მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, ცალსახად დაგმონ ეს უკანონო ანექსია…

კრემლის მიერ წამოწყებული ბირთვული შანტაჟი, სამხედრო მობილიზაცია და სტრატეგია, რომლითაც ცდილობს ყალბად წარმოაჩინოს უკრაინის ტერიტორიები რუსეთად და ამტკიცოს, თითქოს მის ტერიტორიას ესხმიან თავს, ვერ შეარყევს ჩვენს მხარდაჭერას.

ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს შემაკავებელ ზომებს რუსეთის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, ეს ზომები კიდევ უფრო გაზრდის ზეწოლას რუსეთზე, რათა შეწყვიტოს აგრესიული ომი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით და გააგრძელებს უკრაინის ძლიერ ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს მას დასჭირდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ კრემლში შეთანხმება შედგა – რუსეთის პრეზიდენტმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

შეთანხმებას ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც და აცხადებს – ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის რომ გაამყაროს საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ძალისმიერი ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს

პუტინი: ყველამ დაიმახსოვროს – ლუჰანსკში, დონეცკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრები ადამიანები ჩვენი მოქალაქეები სამუდამოდ ხდებიან

ზელენსკი: უკრაინა ალიანსში გაწევრიანებისთვის ნატოს დაჩქარებული წესით მიმართავს

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები