LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

104
DEVIDII

ევროპარლამენტის პრეზიდენტად “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის” წარმომადგენელი, იტალიერი დევიდ სასოლი აირჩიეს.სასოლის კანდიდატურას 667 დეპუტატიდან 345-მა დაუჭირა მხარი.

დევიდ სასოლი პრეზიდენტად განახლებადი ვადით, 2,5 წლით არის არჩეული, რაც ახალი მოწვევის ევროპარლამენტის უფლებამოსილების ვადის ნახევარს წარმოადგენს.

პარალელურად, ევროკავშირის წევრი ქვეყნები სამდღიანი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ კანდიდატებზე, რომლებიც ორგანიზაციაში მთავარ პოსტებს დაიკავებენ.

დონალდ ტუსკს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პოსტზე ბელგიის პრემიერ-მინისტრი შარლ მიშელი შეცვლის, საგარეო სამსახურის ხელმძღვანელობას კი, ესპანელი ხოსეფ ბორელი ჩაიბარებს.

ევროპარლამენტის არჩევნები 23-26 მაისს გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები