LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ყველაზე იაფი და ძვირადღირებული ქალაქები 2023 წელს

194
f (4)

ტურიზმის ექსპერტები 2023 წლის ყველაზე ძვირი და იაფი ევროპული ქალაქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

როგორც Express წერს, წელს, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს უმეტესი ქვეყნები მოიცვა, ტურისტები უფრო ფრთხილად უნდა იყვნენ საცხოვრებლის არჩევისას. ფულის დაზოგვის მსურველებს ურჩევენ ყურადღება მიაქციონ ნაკლებად პოპულარულ მიმართულებებს.

ამავდროულად, ტურისტებს ურჩევენ, გაითვალისწინონ არა მხოლოდ მანძილი საცხოვრებლიდან დანიშნულების ადგილამდე, არამედ ფასებიც, რადგან ხშირად იაფი ავიაბილეთების მქონე ადგილებში შეიძლება საკვების, განსახლებისა და სხვა ხარჯები ძვირი იყოს.

 

2023 წელს დასვენებისთვის ევროპის 10 ყველაზე ხელმისაწვდომი ქალაქი:

1. პოდგორიცა, მონტენეგრო.

2. სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონია.

3. დებრეცენი, უნგრეთი.

4. სეგედი, უნგრეთი

5. ვარშავა, პოლონეთი.

6. სოფია, ბულგარეთი.

7. ლუბლინი, პოლონეთი.

8. ტუზლა, ბოსნია და ჰერცეგოვინა.

9. ბელგრადი, სერბეთი.

10. პრაღა, ჩეხეთი.

 

ევროპის 10 ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი 2023 წელს დასვენებისთვის:

1. ზუგი, შვეიცარია.

2. ციურიხი, შვეიცარია

3. რეიკიავიკი, ისლანდია

4. ტრომსო, ნორვეგია.

5. ბაზელი, შვეიცარია

6. კოპენჰაგენი, დანია.

7. ოსლო, ნორვეგია.

8. ლოზანა, შვეიცარია.

9. ჟენევა, შვეიცარია.

10. სტავანგერი, ნორვეგია.

 

წყარო: avianews.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები