LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყნები: ჩვენი საქართველოც აქ არის

606
03e6aaab68eef68a2437ff7422ae94da

მსოფლიოს ყველაზე მშვიდობისმოყვარე ქვეყნად ახალი ზელანდიაა აღიარებული, მაგრამ ამ სიშორეზე და ქვეყნის დასალიერს თუ დედამიწის კიდეზე მოგზაურობა მარტივი არ არის. ევროპული ქვეყნებიც კეთილგანწყობილები არიან ტურისტების მიმართ. სტუმართმოყვარეობა ხომ მნიშვნელოვანი ფაქტორია ხარისხიანი დასვენების დროს. სად არის ყველაზე ღიმილიანი მოსახლეობა და სად ღირს ღირსშესანიშნაობების გარდა ადგილობრივ მოსახლეობასთან სასიამოვნო ურთიერთობისთვის წასვლა?

ირლანდია

ირლანდიელები განთქმულები არიან იუმორით და მხიარულებით. აქ იმართება უამრავი ღონისძიება და ფესტივალი, ადგილობრივებს ძალიან უყვართ დასვენება და გართობა. ტურისტებს ირლანდიელები მეგობრულად ხვდებიან და სიამოვნებით ურთიერთობენ კათხა ლუდთან ერთად.

 

შვედეთი

სკანდინავიური ქვეყნები ერთ-ერთი კეთილმსურველები არიან ჩასულების მიმართ. მიუხედავად მკაცრი კლიმატისა, აქ მომღიმარი ხალხი ცხოვრობს. ამასთან, შვედეთი მეგობრულად ხვდება მიგრანტებსაც (აქამდე ასე იყო და აწი ვნახოთ) და სწორედ აქ არის ლოიალური კანონები უცხოელ მუშახელთან დაკავშირებით.

 

თურქეთი

თურქები კარგა ხანია მიჩნეულები არიან ღიმილიანებად ტურისტების მიმართ. ამიტომაც არის ჩვენი მეზობელი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულება. თურქეთის მოსახლეობა ღიაა ურთიერთობისთვის.

 

საქართველო

ქართული სტუმართმოყვარეობა კარგა ხანია ლეგენდარულია. ჩვენთან ჩამოსულებს სიხარულით იღებენ. გარდა სასიამოვნო ურთერთობისა, ლამაზი კურორტებისა, დასამახსოვრებელი ხედებისა, აქ საოცარი სამზარეულოთი დატკბებით.

 

შვეიცარია

ძნელად წარმოსადგენია ამაზე ლოიალური ქვეყანა. რამდენიმე სახელმწიფო ენა, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, სრული ეკონომიკური დამოუკიდებლობა და მიგრაციის ლოიალური პროგრამა. შვეიცარიელებს უყვართ საკუთარი ქვეყანა და ლოიალურად არის ტურისტების მიმართ.

 

ადგილობრივების კეთილგანწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად საჭიროა სხვა ქვეყნის კანონებისა და ტრადიციების პატივისცემაც. ამავდროულად ისიც გასათვალისწინებელია, რომ არაკეთილგანწყობილებიც ყველგან მოიძებნებიან და ყურადღების მოდუნებაც არ ღირს.
მოკლედ, გარდა აუცილებელი ნივთებისა, მოგზაურობისას აიღეთ კარგი განწყობა და ღიმილი!