ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საბჭო მზადაა, უკრაინას, დახმარების სახით, 9 მილიარდი ევრო გამოუყოს.

„ევროპული საბჭო გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, “დიდ შვიდეულთან“ ერთად. ევროპული საბჭო მზადაა, უკრაინას 9 მილიარდი ევრო გამოუყოს. ძლიერი და კონკრეტული მხარდაჭერა უკრაინის რეკონსტრუქციაში”, – დაწერა მან „ტვიტერზე“.

შარლ მიშელმა ეს განცხადება ევროკავშირის ლიდერების ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, სადაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტის განსახილველად შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ლიდერები რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესების კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ, რომელიც ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტის აკრძალვას ითვალისწინებს. რუსულის ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესება არის ბრიუსელის სამიტზე დამტკიცებული სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი, რომელზეც 27-ვე წევრი ქვეყანა უნდა შეთანხმებულიყო.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები