ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რიკ დაემსი პარლამენტში ოპოზიციას ხვდება. შეხვედრაზე ოპოზიციონერი დეპუტატები ძირითადად შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებასა და ქვეყანაში ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებენ.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ოპოზიციას ცალკე ხვდება.
„ჩვენი მთავარი გზავნილი პირველ რიგში იქნება ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი და ვითარება, რომელშიც არის ქვეყანა. ეს ეხება მედიის თავისუფლებას, ძალადობას, აგრესიას და წანასაარჩევნო გარემოს პოლარიზაციას, რასაც მმართველი გუნდი ხელს უწყობს.
გზავნილები გვექნება კანონის უზენაესობაზე. შეთანხმების დარღვევაა, როცა „ქართული ოცნება“ მოსამართლეებს ნიშნავს,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რიკ დემსთან შეხვედრის დაწყებამდე.