LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაიზერით” ვაქცინაცია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, 6 კლინიკაში ჩატარდება: გაბუნია

92
5fd8c5c622466

“მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველყოფისთვის და დოზების დანაკარგის თავიდან ასაცილებლად, “ფაიზერით” ვაქცინაცია 6 კლინიკაში ჩატარდება” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ცოტა ხნის წინ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, აღნიშნულ კლინიკებში ვაქცინაცია დაიწყება სამშაბათიდან, რადგან ამჟამად ამ კლინიკებში მიმდინარეობს მოქალაქეების ვაქცინაცია “ასტრაზენეკას” ვაქცინით:

“თბილისში ეს არის ოთხი კლინიკა – ბოკერიას სახელობის საავადმყოფო, კავკასიის მედიცინის ცენტრი, “ამტელ კლინიკა” და რესპუბლიკური საავადმყოფო. აჭარაში ეს იქნება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო და ქუთაისში ცხაკაიას სახელობის ინტერვენციის მედიცინის ცენტრი.

უშუალოდ ვაქცინაცია დაიწყება სამშაბათიდან, რადგან ამ კლინიკებში ამჟამად მიმდინარეობს “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია, მოქალაქეები არიან დარეგისტრირებულები და სრულად გადმოწყობა მოხდება სამშაბათიდან.” – თქვა გაბუნიამ.

მან ასევე ისაუბრა სპეციალურ მოთხოვნებზე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა:

“ვაქცინაცია ითვალისწინებს სპეციფიკურ კრიტერიუმებს, რათა უზრუნველყოფილი იქნას ვაქცინის შენახვის შესაფერისი პირობები. როგორც მოგეხსენებათ, ვაქცინას შესანახად სჭირდება ულტრა ცივი ჯაჭვის რეჟიმი – 80 -60 გრადუსის ფარგლებში და მისი შენახვა 2-დან 8 გრადუსამდე შესაძლებელია მხოლოდ 3-5 დღის განმავლობაში.” – თქვა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის 29 250 დოზა ჩამოიტანეს. 

ვაქცინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან ყველა იმ ცენტრში გადანაწილდება, სადაც “ფაიზერით” პირების იმუნიზაცია მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები