LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარმაცევტულ პროდუქტზე რეფერენტული ფასების დადგენის ინიციატივაზე პარლამენტში მსჯელობენ

136
მედიკამენტები-ფოტო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფარმაცევტულ პროდუქტზე რეფერენტული ფასების დადგენის ინიციატივაზე მსჯელობენ. მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარადგინა.

ცვლილებების მიხედვით, მედიკამენტის ფასებზე ზედა ზღვარი დაწესდება, რის მიღმაც მედიკამენტის რეალიზაცია დაშვებული აღარ იქნება.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, რეფერენტული ფასების მეთოდოლოგიას, როგორც მედიკამენტების ფასის რეგულაციისა და მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ერთ-ერთ მექანიზმს, ბევრი ქვეყანა იყენებს.

კანონი ადგენს მინისტრის უფლებამოსილებას, განსაზღვროს ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების წესი და პირობები; განსაზღვროს მედიკამენტები, რომლებზეც ფასის სახელმწიფო რეგულირება გავრცელდება.

კანონი მედიკამენტების რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასში რეალიზაციას აკრძალავს და განსაზღვრავს აღნიშნულზე პასუხისმგებელ პირებსა და ადმინისტრირების ზომებს. ასევე, ადგენს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ვალდებულებას, განახორციელოს ფასების ზედამხედველობა და ა. შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები