LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფეისბუკს" საკუთარი ფულის ერთეული აქვს – რას იყიდით ცუკერბერგის ვალუტით

174
ლიბრა

„ფეისბუკმა“ დღეს უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ მას საკუთარი კრიპტოვალუტა აქვს, სახელწოდებით ლიბრა. ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერი“ წერს. გამოცემის ცნობით, ის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული და მას დიდი კონსორციუმი მართავს, რომელშიც ჩართულნი არიან მასტერქარდი, ვიზა და უბერი. ის რიგითი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 2020 წლიდან იქნება.

საინტერესო და გასაიდუმლოებული პროექტი ერთ წელზე მეტხანს მუშავდებოდა. ლიბრას ასოციაციაში ამბობენ, რომ კრიპტოვალუტა საშუალებას მისცემს მილიარდობით ადამიანს, ყველა სახის ფინანსური სერვისი მიიღონ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ბანკთან წვდომა არ აქვს.

“ლიბრა სტაბილური ვალუტა იქნება, რომელიც უსაფრთხო სისტემაზეა დაფუძნებული, მას დამოუკიდებელი ასოციაცია მართავს. იმედი გვაქვს, მასზე წვდომა ბევრს ექნება, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ხართ, სად ცხოვრობთ, რას აკეთებთ, ან რამდენი გაქვთ. რაც მთავარია, ლიბრათი გადახდა უფრო იაფი იქნება, ვიდრე გადახდის სტანდარტული მეთოდებით. ეს არ ნიშნავს, რომ შეხვალთ და ლიბრათი მაღაზიაში ნივთებს შეიძენთ. ამით ფინანსური ოპერაციების შესრულება შეგიძლიათ. ეს კი თქვენივე სმარტფონებით სპეციალური აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – აცხადებენ ლიბრას ასოციაციაში.

ლიბრას ფასი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინია, მისი გამოშვების დროს ფასი დაახლოებით 200 დოლარი იყო და დაახლოებით ერთი წლის წინ მაქსიმუმს მიაღწია. მაშინ 1 ბიტკოინი 17 ათას დოლარამდე ღირდა. საერთაშორისო მსხვილი ფინანსური ინსტიტუტების ნაწილთან ბიტკოინით ვაჭრობა შესაძლებელია. დღეს ის დაახლოებით 5000 დოლარი ღირს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები