LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხშიშველი ამალ კლუნი „სტელა მაკარტნის“ რომანტიკულ კაბაში  (ფოტო)

497
grgmlkln

ჯორჯ და ამალ კლუნები ამჯერად ისევ იტალიაში ისვენებენ. მეულეები პაპარაცებმა მათთვის საყვარელ ადგილას, კომოს ტბასთან გადაიღეს. ჯორჯი და ამალი უახლოესი მეგობრების გარემოცვაში, საყვარელ რესტორანთან იახტით მივიდნენ. ფოტოებზე ასევე ჩანს დიზაინერი სტელა მაკარტნი, რომელიც ამალის უახლოესი მეგობარია. საინტერესოა, რომ ამალს სწორედ სტელა მაკარტნის მიერ შექმნილი რომანტიკული კაბა ეცვა. კაბის ღირებულება, რომელიც ლამაზი დეკორაციებით არის გაფორმებული, 1435 ფუნტი სტერლინგია. ცნობილი ადვოკატი ფეხშიშველი იყო.

რაც ეხება სტელა მაკარტნის, მან არჩევანი თეთრი ფერის, მაქმანებიან კაბაზე გააკეთა. მას თან მეუღლე, ალადიშ უილისი ახლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები