LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილარმონიაში მერაბ სეფაშვილის კონცერტი სრული ანშლაგით მიმდინარეობს – მომღერლის თითოეულ გამოსვლაზე მქუხარე ტაში არ წყდება

596
BeFunky-collage (2)

ფილარმონიაში მერაბ სეფაშვილის კონცერტი სრული ანშლაგით მიმდინარეობს.

მომღერალი ცნობილ ჰიტებს ქართველ მომღერლებთან დუეტში ორკესტრის თანხლებით ასრულებს. გარდა ამისა, მერაბ სეფაშვილი მაყურებლის წინაშე უცნობი სიმღერებითაც წარდგა. სწორედ ამიტომაც დაარქვა მომღერალმა დღევანდელ საღამოს „ის, რაც არ მიმღერია“.

მერაბ სეფაშვილმა კონცერტი ცნობილი ჰიტით „ნისლისფერი განშორება“ გახსნა, რომელიც ორკესტრის აკომპანირებით შეასრულა. აღფრთოვანებული მაყურებლისგან კი ოვაციები და მქუხარე ტაში დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ კონცერტის დაწყებამდე მერაბ სეფაშვილმა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საკუთარ ქვეყანაში კონცერტის მოწყობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რადგან საქართველოში გემოვნებიანი მსმენელია, მათ სხვებზე კარგად ესმის, რა არის სიმღერა.

„უამრავ ქვეყანაში ვიმოგზაურე, მაგრამ საკუთარ ქვეყანაში კონცერტის მოწყობა მაინც განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა” – მერაბ სეფაშვილი „არტ-FM“-ში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g