ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცოტა ხნის წინ მომხდარ აფეთქებას კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ეს ინფორმაცია “ფორტუნას” კლუბ “დეჟავუს” ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა. მეორე გარდაცვლილიც სავარაუდოდ მუშაა.
თუმცა შსს-ში ჯერჯერობით არ გვიდასტურებენ მეორე გარდაცვლილის შესახებ ინფორმაციას.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დაბადების დღის ცენტრ “დეჟავუს” მენეჯერი, უგონო მდგომარეობაში სასწრაფო დახმარების მანქანამ გადაიყვანა. ამას გარდა, გარდაიცვალა მუშა, რომელიც გაყვანილობას აკეთებდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრეს-სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ საავადმყოფოში სამი ადამიანია გადაყვანილი.
კოსტავას ქუჩაზე აფეთქება მოხდა: გარდაცვლილია ერთი, დაშავებულია ორი ადამიანი
ფოტო: გოგა ჩანადირი