LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფილმები, რომელთა კოსტიუმებზე ჟან-პოლ გოტიემ იზრუნა

295
the fifth element

24 აპრილს  69-ე დაბადების დღე აღნიშნა ფრანგული მაღალი მოდის „აუტანელ გათამამებულ ბავშვად წოდებულმა“ ჟან-პოლ გოტიემ, რომელმაც არასტანდარტული ხედვისა და თამამი გადაწყვეტილების წყალობით შეიძინა ამგვარი ზედმეტსახელი. მადონასთან, მერლინ მენსონთან და კონჩიტა ვურსტთან თანამშრომლობის პარალელურად გოტიე აქტიურად მუშაობდა რეჟისორებთან და ყოველთვის შთამბეჭდავ კოსტიუმებს ქმნიდა მათი ფილმებისთვის.

ფილმები, რომელთა კოსტიუმებზე ჟან-პოლ გოტიემ იზრუნა:

„მეხუთე ელემენტი“ (Le Cinquième élément) – მართალია, ლუკ ბესონის ფანტასტიკური ბოევიკი ახალგაზრდა მილა იოვოვიჩისა და ბრიუს უილისის მონაწილეობით ყველას ნანახი აქვს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ სწორედ გოტიემ შექმნა პერსონაჟების ფუტურისტული სექსუალური კოსტიუმები და მისივე დამსახურებით იქცა „მეხუთე ელემენტი“ ათწლეულის ყველაზე მოდურ ფილმად.

„კიკა“ (Kika) – პედრო ალმოდოვარის კომედიამ ორი ცნობილი დიზაინერის ნამუშევრები გააერთიანა. მეტწილად კოსტიუმებზე ჯანი ვერსაჩემ იმუშავა გოტიემ კი, მხოლოდ მთავარი გმირის გარდერობზე იზრუნა, თუმცა საკუთარი ორიგინალური გადაწყვეტილებებით ზუსტად გადმოსცა რეჟისორის ხედვა და ჩანაფიქრი.

 

„მზარეული, ქურდი, მისი ცოლი და საყვარელი“ (The Cook, the Thief, His Wife & Her Lover) – სწორედ პიტერ გრინუეის ფილმში შედგა გოტიეს დებიუტი, რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა. შესაბამისი ატმოსფეროს შესაქმნელად, რეჟისორმა მთელი ყურადღება ფერსა და განათებაზე გადაიტანა, ამიტომ პერსონაჟების კოსტიუმებიც იმ ინტერიერის მიხედვით იცვლებოდა, რომლის ფონზე მოქმედება ვითარდებოდა. დიზაინერმა შესანიშნავად გაართვა თავი დავალებას, განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი, ჰელენ მირენის შავი კაბა აღმოჩნდა, რომელიც სამუდამოდ შევიდა მოდის ისტორიაში.

„დაკარგული ბავშვების ქალაქი“ (La cité des enfants perdus) – მარკ კაროს და ჟან-პიერ ჟენეს სიურრეალისტურ ფილმში გოტიემ 1930-1940-იანი წლების ფრანგული კინოს ატმოსფეროს აღდგენა სცადა და შესანიშნავად განახორციელა ჩანაფიქრი, როცა პერსონაჟებს წითლად და მწვანედ შეფერილი გროტესკული სამოსი მოარგო.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები