LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთი რუს ტურისტებს ქვეყანაში აღარ შეუშვებს

108
რუსი ტურისტები

ფინეთმა რუსი ტურისტებისთვის საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის მთავრობამ ამის შესახებ რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ გამოაცხადა. რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში შეღწევას 30 სექტემბრიდან ვეღარ შეძლებენ.

როგორც ფინეთის მთავრობაში აცხადებენ, რუსების ნაკადი ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის.

აღსანიშნავია, რომ კვლავ დაშვებული რჩება საოჯახო ვიზიტები, ასევე მუშაობისა და სწავლის მიზნით ქვეყანაში შესვლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g