LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთის პრეზიდენტი: პუტინი სტალინის შეცდომებს იმეორებს – მათ არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს: ხალხი, რომელიც ერთად მოქმედებს, დიდი ძალაა

150
საული ნაანიისტე პუტინზე

ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს განცხადებით, უკრაინისადმი ფინეთის, ევროპისა და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერა წელსაც გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ მან საახალწლო მიმართვისას ისაუბრა.

როგორც პრეზიდენტმა ნიინისტემ აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ფინეთში ზამთრის ომს შორის მსგავსებას ხედავს, რადგან რუსეთმა და საბჭოთა კავშირმაც შეცდომა დაუშვეს და სჯეროდათ, რომ ისინი უკრაინას და ფინეთს სწრაფად დააჩოქებდნენ.

„ავტორიტარული ქვეყნის ლიდერებმა, სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს. თავისუფალ ქვეყანაში ადამიანებს ნება და რწმენა აქვთ და ხალხი, რომელიც ერთად მოქმედებს, დიდი ძალაა“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, რუსეთის მეორე არასწორი გათვლა ის იყო, რომ ფიქრობდნენ, ევროპისა და დასავლეთის სიმპათიები უკრაინის მიმართ შესუსტდებოდა.

„ეს არ მოხდა, უკრაინელების ბედს ისინი ღრმა თანაგრძნობით განიცდიან.“ – აღნიშნა საული ნიინისტემ.

უკრაინელებმა დონეცკში რუსების ბაზა გაანადგურეს – დაღუპულია 400 და დაჭრილია 300 ოკუპანტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g