სარა ჯესიკა პარკერი ამჯერად ბრუკლინში გადაიღეს, სადაც ის სერიალის „სექსი დიდი ქალაქში” მორიგ ეპიზოდზე მუშაობდა. გადაღებებს შორის მსახიობი ძალიან საქმიანი და მოტივირებული ჩანდა. ამის მიუხედავად, ის პაპარაცების გამოჩენას ღიმილით შეხვდა.
ამჯერადაც ყურადღების ცენტრში მოექცა 56 წლის მსახიობის ჩაცმულობა. სარა ჯესიკა პარკერმა მორიგი მოდური გარდასახვა მოახდინა. ის შავ კლასიკურ შარვალსა და შავ პერანგში იყო გამოწყობილი, რომელსაც ორიგინალური, პლისე ფერადი მკლავები ამშვენებდა.