LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ანაკლიაში პირველი საბავშვო ბაღი აშენდა

135
156210677-5365730300134168-1890531212084433756-o

სოფელ ანაკლიაში ბავშვები ახალაშენებულ საბავშვო ბაღში წავიდნენ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ 1.9 მილიონი ლარით დაფინანსდა.

ახალი ბაღი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენდა და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მოეწყო შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. სოფელ ანაკლიაში საბავშვო ბაღის შენობა არ არსებობდა და ბავშვებს სასწავლებლად სიარული ამბულატორიის შენობაში უწევდათ.

მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის სექტემბერში დასრულდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 56 საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები