ბათუმელმა ალექსანდრე აბუსელიძემ 100 000 ასანთის ღერისგან საკრუიზო ლაინერი შექმნა.
ამის შესახებ ალექსანდრე სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს გვიზიარებს.
„დღეს დავასრულე ყველაზე მასშტაბურ და რთულ კონსტრუქციაზე მუშაობა.✅ საკრუიზო ლაინერი აშენებულია 100 000 ასანთის ღერისგან ( 2230 კოლოფი). მოდელი – Royal Caribbean?. გემზე განთავსებულია სკვერი, ვერტმფრენი, მანათობელი კონსტრუქცია, რესტორანი. დამჭირდა 3 თვე…
აღნიშნულმა კონსტრუქციამ მოხსნა სიზუსტისა და ასანთის ღერების რაოდენობის ყველა წინამორბედი რეკორდი.❤ გთხოვთ შეაფასეთ!“ – წერს ალექსანდრე აბუსელიძე.