გვინეტ პელთროუმ თვითიზოლაციის პერიოდი ახალი კოლექციის შექმნას დაუთმო. ამჯერად კი 47 წლის მსახიობმა ბრენდისთვის Goop სარეკლამო კამპანია დაიწყო და მასში 16 წლის ქალიშვილი ეფლი ჩართო.
კოლექცია ძველი და ახალი სტილის ნაზავს წარმოადგენს. მაგალითად აქ შეხვდებით ჯინსებს 90-იანებიდან და ქვედაბოლოებს 70-იანებიდან. ინტერნეტში დედა-შვილის ერთად გამოჩენას უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ფანები წერენ, რომ 16 წლის ეფლი ძალიან ჰგავს თავის პოპულარულ დედას.