კრისტიან ბეილი და მარგო რობი დევიდ ო რასელის ახალ პროექტზე მუშაობენ. ფილმის სახელწოდება ჯერ უცნობია, თუმცა, გადაღებები ლოს-ანჯელესში უკვე დაიწყო.
პაპარაცებმა გადასაღებ მოედანზე რამდენიმე ფოტო გადაიღეს, სადაც კადრში ჩანან კრისტიან ბეილი, მარგო რობი და დევიდ ვაშინგტონი. ფოტოებიდან ირკვევა, რომ დევიდ ო რასელი ახალ ისტორიულ დრამაზმე მუშაობს. კრისტინ ბეილი ყავისფერ პიჯაკსა და შარვალშია გამოწყობილი, შავ პალტოსა და შლაპაშია – მარგო რობი, რომელსაც თმა შავად აქვს შეღებული.
ფილმისთვის სცენარი თავად რასელმა დაწერა. მის ახალ კინოსურათში ასევე მონაწილეობენ რამი მალეკი, რობერტ დენირო, ზოე სალდანა, მაიკლ მაიერსი და კრის როკი.