მილა იოვოვიჩისა და პოლ ანდერსონის 12 წლის ქალიშვილი, ევერ გაბო ანდერსონი მშობლების მსგავსად, ბედს კინოში მოსინჯავს. 12 წლის გოგონა ერთდროულად 2 როლზე დაამტკიცეს. ევერი მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. ის ამბობს, რომ მშობლების ყველა პროექტი ნანახი აქვს და ერთი სული აქვს, როდის ჩაერთვება გადაღებების პროცესში.
12 წლის ევერი ამჯერად ცნობილი მოდური გამოცემის, Flaunt-ის გმირი გახდა. ის ჟურნალის ყდაზე Viktor & Rolf -ის ულაზეს მაქმანებიან კაბაში პოზირებს.