ქეთა თოფურიას 9 სექტემბერს დაბადების დღე ჰქონდა. მომღერალმა მეუღლისგან, ლევ დენგოვისგან ულამაზესი ვარდების არაერთი თაიგული მიიღო და შემდეგ გადაღებული ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ვარდებთან ერთად პოზირებდა.
ლევ დენგოვმა სოციალურ ქსელში დაბადების დღე საყვარელ ქალს თბილი სიტყვებითაც მიულოცა.
ის, რომ ქეთას ოჯახში იდილიაა, ახლახან გამოქვეყნებული ფოტოთიც ჩანს, სადაც ის თავის მეორე ნახევართან და შვილებთან ერთად არის გადაღებული. ფოტო მოსკოვში, ქეთასა და ლევის სახლში, აგიზგიზებულ ბუხართან არის გადაღებული.
ქეთამ ზემოხსენებულ ფოტოს დააწერა: „ბედნიერი დაბადების დღე! მიყვარს ჩემი 35 წელი“.