ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში “თბილისობა 2022-ზე” გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
ფოტოებში იმედაძეს განსხვავებული იმიჯი აქვს, რამაც საზოგადოების მხრიდან საკმაოდ ბევრი მოწონება და თბილი კომენტარი დაიმსახურა.
ის მაყურებლის წინაშე თმაზე დამაგრებული გრძელი კუდით და მბზინავი კომბინეზონით წარდგა.
ქრისტინემ ნოდიკო ტატიშვილსა და დათუნა მგელაძესთან ერთად შეასრულა სიმღერა.
მომღერლებს სცენაზე გვერდს მოცეკვავეები უმშვენებდნენ.
“ულამაზესი ხარ, ცეცხლოვანი”, – ვკითხულობთ ფოტოს კომენტარებში.
ამავე თემაზე: