LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: როგორია ქობულეთის ახალი ბულვარი, რომლის გაკეთებაც 8 მლნ ლარზე მეტი დაჯდა

933
295710462_415315207291263_7967680500811109232_n

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქობულეთში ახალი 1 კმ-მდე სიგრძის ბულვარის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.

ქობულეთის ახალი ბულვარი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ გახსნეს.

,,ქობულეთს უკვე ახალი, კილომეტრამდე სიგრძის ბულვარი აქვს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა ,, განახლებული რეგიონების“ ფარგლებში აშენდა, პროექტში 8 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული. აღსანიშნავია, რომ ყველა ასაკის ადამიანისთვის მოეწყო შესაბამისი სივრცე, ველობილიკები, სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაცია, საინჟინრო ქსელები, ირიგაციის წყალ-სარწყავი სისტემები, რეალურად ეს არის ახალი სივრცე, რომელმაც შექმნა ახალი შესაძლებლობები როგორც მოსახლეობისთვის, ისე დამსვენებლებისთვის. შეიქმნა კიდევ ერთი საინტერესო სივრცე და მიზიდულობის წერტილი. ვულოცავ ქობულეთს და ეს არის მხოლოდ პირველი ეტაპი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ 63-ვე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აღნიშნული პროგრამა წარმატებით. მხოლოდ პირველ ეტაპზე, 500 მილიონი ლარის ინვესტირება არის განსაზღვრული, საიდანაც უკვე დაკონტრაქტებული და ანაზღაურებულია 350 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქობულეთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები 2021 წლის ზაფხულში დაიწყო. სამუშაოების ღირებულებამ 8,100,000 ლარი შეადგინა.

პროექტის მიხედვით, მდინარე აჭყვადან მდინარე კინტრიშამდე მდებარე 1 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლზე მოეწყო ბულვარი. ბულვარის მთელ სიგრძეზე აშენდა გამყოფი კედელი, 2.5 მეტრის სიგანის ველობილიკი და 4 მეტრის სიგანის საფეხმავლო ბილიკი. საფეხმავლო ბილიკის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული და კომერციული ზონები. საბავშვო გასართობ სივრცეებში დაიდგა ატრაქციონები, ხოლო სპორტულ ზონაში მოეწყო ქვიშის ფრენბურთისა და ქვიშის ფეხბურთის მოედნები. ახალ ბულვარში აშენდა ადაპტირებული სანიტარიული კვანძები, ძველ ბულვართან დასაკავშირებლად კი, აშენდა საფეხმავლო ხიდი.

“ახალი ბულვარის სანაპირო ზოლი, სამუშაოების დასრულებამდე, სრულიად გამოუსადეგარი იყო დამსვენებელთათვის. დღეს კი, განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი ბულვარით, უკვე ისარგებლებს როგორც მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, ისე კურორტის სტუმრები”, – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები