LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სამეგრელოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების სავაჭრო მოლი აშენდება

373
141437888-3621269634576327-3625022802971919161-o

ზუგდიდს სავაჭრო მოლი ექნება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის კომპლექსზე Cushman & Wakefield Georgia მუშაობს. სამშენებლო პროცესი მიმდინარე თვეში დაიწყება და 2021 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის საერთო ფართი 15 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს. სავაჭრო ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ სავაჭრო ცენტრის განვითარებას კომპანია BLOX • ბლოქსი უზრუნველყოფს. პროექტის კონცეფციაზე Cushman & Wakefield-მა და კომპანია “ბლოქსმა” ერთობლივად იმუშავეს. ამასთან, Cushman & Wakefield Georgia პროექტის გაქირავებისა და მარკეტინგის კამპანიას ექკლუზიურად მართავს და აწარმოებს მოლაპარაკებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებთან.

„სავაჭრო ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპლექსი იქნება, რომელიც ჰიპერმატკეტს, საკვებ ობიექტებს და სხვადასხვა დანიშნულების ბრენდულ მაღაზიებს გააერთიანებს“, – აცხადებენ Cushman & Wakefield Georgia-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები