LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: საქართველოზე შეყვარებულ უცხოელ ახალგაზრდას ხელზე სიტყვა „ხაჭაპური“ აწერია

146
turist-news45

რომში მცხოვრები ქართველი, ლელა ტაბეშაძე ჯგუფში Spend 4 Seasons in Georgia საინტერესო ამბავს გვიზიარებს ახალგაზრდა უცხოელის შესახებ, რომელსაც ხელზე სიტყვა „ხაჭაპური“ და ასევე ფრაზა: „აღარ მინდა ჭაჭა“ აწერია.

„საღამო მშვიდობისა მეგობრებო. დღეს , ერთი სასიამოვნო თავგადასავალი შემემთხვევა. მოგახსენებთ რომ,ვმუშაობ რომის ცენტრში, რესტორანში. თითქმის მთელი მსოფლიოდან მოდიან სტუმრები, მათ შორის ჩვენი თანამემამულეებიც, რაც, რა თქმა უნდა დიდ სიხარულს მანიჭებს. მხვდებიან ,იტალიელები, რომლებმაც იციან, სად არის საქართველო, რომ ჩვენი ღვინო თავის დამსახურებულ ადგილს იკავებს მსოფლიო ბაზარზე, რომ გვაქვს უმშვენიერესი ბუნება, კულტურა და ა.შ. ამ საღამოს შეგვიკვეთეს 5-კაციანი ჯგუფისთვის მაგიდა: პირველად შემოვიდნენ იტალიელები, ორ უცხოელთან ერთად და მოგვიანებით შემოურთდათ მე-5-ე და ყველაზე მთავარი პერსონაჟი. მომსახურეობის დროს, ყური მოვკარი ხაჭაპურს, ცოტა გამიკვირდა,მერე ვკითხე,რა სიტყვა ახსენე-თქო, “ხაჭაპური”. რატომ ,შენ ქართველი ხარ??? გაიშიშვლა მკლავები და მაჩვენებს, ნახე, რა მაწერიაო.. მოკლედ, აღმოჩნდა ჩვენზე შეყვარებული #Adams ი . რა თქმა უნდა, სამახსოვრო სურათის გარეშე არ გავუშვი 🙂 ჯგუფი,როგორც კი ვახსენე, კი, რა თქმა უნდა ვიციო 😀
მოკლედ, მსოფლიო რა პატარაა, რომ რომის 11 ათასამდე რესტორანში, ასეთი მოულოდნელი შეხვედრები ხდება!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები