LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: უახლესი კადრები თუშეთის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი სოფლებიდან

77
ipiccy-image

ხევსურეთის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურისტულ კომპანიებს თუშეთში უმასპინძლა. ადმინისტრაციის ორგანიზებით, თუშეთს ტურ-ოპერატორები ესტუმრნენ.

ტურის მონაწილეებმა ომალო, დიკლო, შენაქო, ბოჭონა, დოჭუ, ვესტომთა, ვაკისძირი, ვერხოვანი, დართლო და ნაკლებად ცნობილი სხვა ტურისტული ადგილები დაათვალიერეს. ტურის ფარგლებში, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა რამდენიმე საფეხმავლო მარშრუტი გაიარეს, რომელთა საერთო სიგრძე 20 კმ-ზე მეტია. ტურ-ოპერატორებმა მაკრატლეას ქედი და ნაყაიჩოს უღელტეხილი დაათვალიერეს.

ინფო-ტურების პროექტით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შიდა თუ შემომყვან ტურისტულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულად უცნობ ადგილებს, ტურისტულ პროდუქტებს, მარშრუტებსა და ობიექტებს, რომელსაც ტურისტული კომპანიები მომავალ ტურებში შეიყვანენ და როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოგზაურებს შესთავაზებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები